Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება

თარიღი : 24-04-2015, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო მატების საკითხზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.
პრემიერი დაინტერესდა, რატომ მოხდა მარეგულირებელ კომისიაში შესული განაცხადის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და განმარტა, რომ აღნიშნულმა "ხელოვნურად ინსპირირებულის" შთაბეჭდილება შეუქმნა.
"გუშინ მოხდა მხოლოდ განაცხადების განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. უბრალოდ მედიასაშუალებებში გავრცელდა ეს ინფორმაცია. არც ერთი წინადადება ჯერ შინაარსობრივად განხილული არ არის და ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ, პრემიერმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.
"რა საჭირო ამ თემის ასე საჯაროდ ატაცება? ამან მიმანიშნა, რომ ეს ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ჯერ არ არის განხილული არც ერთი წინადადება, ამ დროს კი მოსახლეობას ხელოვნურად ძაბავთ. ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურ სპექტაკლს და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. ამ ეტაპზე არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ნანახია: 2094-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ
როგორც ღარიბაშვილმა გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ტელევიზიები მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ
ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს.

ამინდი