Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში შესაძლოა ელექტროენერგიის საფასური გაიზარდოს

თარიღი : 24-04-2015, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე გახდება ცნობილი.

სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნის განხილვა დღეს დაიწყო. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები აცხადებენ, ტარიფის კორექტირების საჭიროება ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის მატებამ განაპირობა.

"ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, რომ შემდეგ ის აბონენტამდე მივიტანოთ. შესყიდული ელექტროენერგიის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიამ თითქმის ყველა რესურსი გამოიყენა ამ მიმართულებით. ჩვენს მიერ შესყიდული ენერგია დაახლოებით 30%-ით გაძვირდა. ჩვენ გვყავს შვილობილი კომპანია "ჯი ფაუერი", რომელიც ყიდულობს გაზს, რომელსაც ჩვენ დოლარით ვყიდულობთ, შესაბამისად ჩვენ დღეს ვითხოვთ "ჯი ფაუერის" ტარიფის კორექტირებასაც", - განაცხადა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

"ენერგო პრო ჯორჯია", თბილისისა და კახეთის რეგიონის გარდა, საქართველოს მასშტაბით მილიონამდე აბონენტს ემსახურება.


ნანახია: 2148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საფიჩხიის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია შპს „მშენსერვისის“ მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოებისას დაზიანდა
დიდთვოლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს
"ენერგო–პრო ჯორჯია"-ს ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს საშუალება ექნებათ ელექტრენერგიის დავალიანება
ამ დროისათვის ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში გათიშული აქვს ვანის, ბაღდათის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.

ამინდი