Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყველაზე ღარიბი პარლამენტარი

თარიღი : 24-04-2015, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
bpn.ge აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი საინტერესო დეტალების გამოქვეყნებას.

ამ სიაში ყველაზე ღარიბი პარლამენტარიც აღმოვაჩინეთ. საპარლამენტო უმცირესობის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განაცხადი 2014 წლის 6 ივნისს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი. ოჯახის წევრთა საკუთრების გრაფაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით კი, ირკვევა, რომ პარლამენტარსა და მის ქმარს საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნიათ. ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის სახელზე ბინა და მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული. თუმცა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე 86 კვ. მ საცხოვრებელი ფართობს ილია ნიკოლაიშვილის გარდა, სამი თანამესაკუთრე ჰყავს - ირაკლი და ბესიკ ნიკოლაიშვილები და ქეთევან კოსტავა. საერთო ჯამში, ილია ნიკოლაიშვილი ბინის და მიწის ნაკვეთის 25-25%-ის მფლობელია. ასევე, მის სახელზეა ავტომანქანა მერსედესი CLK, 2002 წლის გამოშვება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ჩიორა თაქთაქიშვილის სახელფასო ანგარიშზე (თიბისი ბანკი) 889.00 ლარია, ხოლო იგივე ბანკში მისი საკრედიტო ანგარიში 4 133 ლარს შეადგენს. პარლამენტარის მეუღლე რესპუბლიკა ბანკში "მეგობარი" ანაბარით სარგებლობს, ანგარიშზე კი 16 დოლარი აქვს. იგივე ბანკში სახელფასო ანგარიშიცა აქვს, სადაც 885 ლარი ფიქსირდება. ხოლო "თიბისი" ბანკში მის სახელზე ორი საკრედიტო ანგარიშია გახსნილი, სესხის საერთო მოცულობა 1 000 ლარს შეადგენს. ბანკ "რესპუბლიკაში" ილია ნიკოლაიშვილს ვადიანი ანაბარი აქვს გახსნილი, სადაც 22 153 ამერიკული დოლარი ინახება.
გასულ წელს პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის საერთო შემოსავალმა 62 191 ლარი შეადგინა. მის მეუღლეს, ილია ნიკოლაიშვილს ორი სამსახური აქვს - ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, სადაც მთარგმენლად მუშაობს, მისმა წლიურმა შემოსავალმა 10 540 ლარი, ხოლო შპს "ორიენტში", ასევე მთარგმნელის პოზიციაზე თანამდებობრივმა სარგომ 131 ლარი შეადგინა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცოლ-ქმრის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ხელშეკრულებების შესახებ გრაფაში კი ვკითხულობთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილს 2008 წლის ივლისში საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით (4 200 ლარი) უსარგებლია. აღნიშნული ბინა თამარ მეფის გამზირზე მდებარეობდა. ამავე გრაფაში ვკითხულობთ, რომ თიბისი ბანკიდან პარლამენტარმა 4 200 ლარის სესხით ისარგებლა, რომლის დაფარვაც 2016 წლის პირველ აგვისტოს უწევს.

ამჟამად, ჩიორა თაქთაქიშვილს ქირავნობის ხელშეკრულება ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე არსებულ ბინაზე გაფორმებული აქვს. გასულ წელს ქირის საერთო ღირებულებამ 10 005 ლარი შეადგინა. თუმცა, ქუთაისში პარლამენტარის ბინის ქირას სახელმწიფო აფინანსებს.


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელგუჯა გოცირიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, 212.14 კვ. მეტრის
მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოთხი დეპუტატია, რომელთა ასაკი 32-33 წელია. ოთხივე მათგანი - თამარ ჩუგოშვილი, სოფიო
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის მერის,
რა ქონებას ფლობს ჭიათურის ამჟამიმდელი გამგებელი? Topnews.com.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და სულხან მახათაძის მიერ 2016 წლის
იმერეთის გუბერნატორმა ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ შეავსო.