Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

თარიღი : 23-04-2015, 23:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“- სა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია „SMK Ulusal Insaat“ -ს შორის, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა- რეაბილიტაციის მეორე ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

დოკუმენტს ხელი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „SMK Ulusal Insaat“-ის გენერალურმა მენეჯერმა, ტაიფუნ კაიაშმა მოაწერეს.

ხელშეკრულება ქუთაისში სასმელი წყლის ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების ვადა 3 წელია, ხოლო ღირებულება კი 86 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით.


ნანახია: 2230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში

ამინდი