იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის თამუნა ტრაპაიძის ცხედარი საკუთარ სახლში ჩამოასვენეს
თარიღი : 23-04-2015, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის თამუნა ტრაპაიძის ცხედარი საკუთარ სახლში დღეს ჩამოასვენეს.
პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, თამუნა ტრაპაიძის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომი-სტამბული-თბილისის რეისით ჩამოასვენეს.
ამის შემდეგ კი ის ვანის რაიონის სოფელ სალხინოში გადაასვენეს.
მისივე ინფორმაციით, ჩამოსვენება იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო გარდაცვლილის ჩამოსვენებას, დავით ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.
"იტალიიდან გადმოსვენებას აქვს თავის პროცედურები. ამასთან, თამუნა ტრაპაიძის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს და სწორედ ამან განაპირობა ამ ყველაფრის დროში გაჭიმვა", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, დეპუტატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელის პასუხიც მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე 26 მარტს გამთენიისას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ძლიერი ინტოქსიკაცია დასახელდა.
გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა დასახელდა.