ფეკალური მასებით შეწუხებული მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება
თარიღი : 23-04-2015, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩა #1-ში მაცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, კანალიზაციის სისტემა მოძველებულია. საკანალიზაციო ჭიდან ამოსული ფეკალური მასები კი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხვდება.
„ბინაში სუნთქვაც შეუძლებელია. ერთ თვეზე მეტია ამ დღეში ვართ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. გვეშინია, რომ მალე ეს ფეკალური მასები სასმელ წყალს შეერევა,“ - ამბობს ხარებავას ქუჩა #1-ში მცხოვრები ნინო მუკბანიანი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკითხი უნდა მოიკვლიონ, ხოლო პრობლემაზე კონკრეტული პასუხის გასაცემად საინფორმაციო სააგენტომ კომპანიის სერვის ცენტრს წერილობით უნდა მიმართოს.