მდინარე რიონში მყოფი ძაღლის გადასარჩენად მაშველების სპეცოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა
თარიღი : 22-04-2015, 22:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

მეორე დღეა მაშველები ქუთაისში, მდინარე რიონში მოხვედრილი ძაღლის გადარჩენას ცდილობენ. როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში აცხადებენ, ძაღლის გადასარჩენად მაშველების მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.

"დღეს ამწეკრანიც მოვიყვანეთ, მაშველები მესამედ მოვიდნენ, მაინც ვერაფერი გამოვიდა რიონში მყოფი ძაღლის გადასარჩენად. ჰესებს დიდი ხნით ვერ კეტავენ, რადგან ქალაქი დაიტბორება ქალაქი. მელიორაციის კაშხალი კეტავს ორ ფარს დილით და ჯომარდისტები ხვალ დილით ნავით შევლენ. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ უკვე დაგვიანებული იქნება. ძაღლი ძალზედ დაუძლურებულია," - აცხადებენ ორგანიზაციაში.