"რაც დრო გადის, დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება", - აქცია ქუთაისში

"მე დედამიწელი ვარ," - აღნიშნული მოწოდებით სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" დედამიწის დღეს შეუერთდა.
აქცია-ღონისძიებაზე, რომელსაც RICDOG-ი უკვე მე-7 წელია მართავს, ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს.
„რაც დრო გადის, დედამიწას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება. ადამიანები უკვე ვეღარ ამბობენ უარს ელექტროენარგიაზე, გაზზე, პოლიეთილენზე, საწვავასა და სხვა მრავალზე. რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, ნაკლებად დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი დედამიწის დასაცავად გამოვიდა. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.