2017 წლიდან იმერეთის რეგიონში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება
თარიღი : 22-04-2015, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის რეგიონში ახალი ნაგვსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომელიც ქუთაისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის გაუქმებასა და ახალის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი გერმანული მხარის მიერ 26 მილიონი ევროთი ფინანსდება.
იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. იმერეთის რეგიონის გარდა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.