Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"9 წლის ბავშვი გაუგებარი ვირუსით დაგვეღუპა"

თარიღი : 22-04-2015, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, ანი ლიკლიკაძე დაუდგენელი ვირუსით სავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ბებიის ქეთო კიკნაველიძის თქმით, მსგავსი ვირუსით ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ათეულობით პაციენტია მოთავსებული და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

"9 წლის ანგელოზი ბავშვი გარდამეცვალა. უცებ მაღალი სიცხე მისცა და ვირუსი ჰქონდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში და 2 საათში გარდაიცვალა. ყველა ამბობდა, რაღაც საშინელი ვირუსია მოდებული. ათეულობით ბავშვი საავადმყოფოში იწვა და ამ დიაგნოზით. ჩემი შვილიშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ იქნებ სხვისი შვილები გადავარჩუნოთ“, - ამბობს ქეთო კიკნაველიძე.

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათ საავადმყოფოში სეზონური ვირუსით 20-მდე პაციენტია მოთავსებული, პანიკის საფუძველი კი არ არსებობს.

"ეს არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი. მინდა გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი არ არის. ვირუსით ჩვენს საავადმყოფოში არავინ არ გარდაცვლილა", - აცხადებს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ედიშერ ასათიანი.


ნანახია: 3614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოზარდი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსების რეკომენდაციით ის თბილისში გადაიყვანეს.
მისი თქმით, 5 თებერვალს ათენის საავადმყოფოში 34 წლის ახალგაზრდა ქალი ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსით დაიღუპა, თუმცა საშუალება არ

ამინდი