Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე ხელისუფლებას ქუთაისისთვის ფუნქციის მინიჭებას სთხოვს

თარიღი : 22-04-2015, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარალამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ხელისუფლებას ქუთაისისთვის ფუნქციის მინიჭებას სთხოვს.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება ქუთაისის ინდუსტრიის და საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა იყო, თუმცა მისი თქმით, ეს დაპირება დაპირებად დარჩა.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაა ქუთაისში. ქალაქის ხვალინდელ დღესთან და კონკრეტულად მის პერსპექტივასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს ქალაქს საპარლამენტო სტატუსი წაართვას. წინასაარჩევნოდ კეთდებოდა დაპირებები, რომ ქუთაისს ინდუსტრიული ქალაქის ფუნქცია მიენიჭებოდა და საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცეოდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ქუთაისში ერთი პატარა საწარმოც არ გახსნილა. პირიქით, რაც იყო ისინიც დაიხურა. რაც შეეხება ქალაქისთვის საუნივერსიტეტო ფუნქციის გადმოცემას, ფონდი „ქართუსგან“ პასუხი იქნა მიღებული, რომ ასეთი გეგმა ფონდ „ქართუს“ არ გააჩნია. მინდა მივმართო ხელისუფლებას, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად მოვიფიქროთ და დავგეგმოთ, რა სტატუსი და ფუნქცია უნდა მივანიჭოთ ქუთაისს“, - განაცხადა გია თევდორაძემ.


ნანახია: 1431-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.
მეფარიშვილის განცხადებით, ქალაქს განვითარებისთვის სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს და არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა
ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე, ამერიკიდან, ვინსკონსინის შტატის სენატორს ლინა

ამინდი