Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კრახით დასრულებული მდინარე რიონში მოხვედრილი ძაღლის გადარჩენის ოპერაცია

თარიღი : 21-04-2015, 22:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
"საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" წარმომადგენელი ქუთაისში, მდინარე რიონში მოხვედრილი ძაღლის გადასარჩენად ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაზე საუბრობს.

http://topnews.com.ge/photo/news/1429639683.jpg


"დღეს შემატყობინეს რომ ძაღლი არის მდინარე რიონის კუნძულში მოხვედრილი და ვერ გამოდის. წყალი არის მოდიდებული. დავურეკე და მოვიდნენ დამჭერები, მერიის წარმომადგენელი, მაშველები და პოლიცია. ეს იმის მერე, რაც განვუცხადე, რომ მე ვაპირებდი გადახტომას, თორემ მანამდე მაშველები არ აპირებდნენ მოსვლას. მას შემდგომ რაც ვუთხარი, რომ მე უნდა გადავმხტარიყავი და მაშველები მაინც დამჭირდებოდა, მერე უკვე მოვიდნენ და მე არ დამრთეს შესვლის ნება, თუმცა ისედაც ვერაფერს გავხდებოდი. დინება არის დიდი და შანსი არ არის რომ გავცურო. იქეთ უკვე არის ჰესი და იქამდე ეგრევე ჩაგიყვანს წყალი. მაშველები გადავიდნენ პირველ კუნძულზე, თუმცა უკვე მეორე კუნძულამდე ვეღარ გავიდნენ რადგანაც ამ ორს შორის არის ძალიან ჩქარი დინება და წყალი კი ღრმაა. მაშველები სამწუხაროდ ვერაფერს გახდნენ. საჭიროა ჯომარდისტები, მთავსვლელები, ექსტრემისტები ჩაერთონ მისი გადარჩენის ღონისძიებაში,"- აცხადებს ლაჭყეპიანი.
ცხოველთა უფლებების დამცველის თქმით, ხვალ შეეცდებიან გუმათჰესი გადაკეტონ ან მთამსვლელებმა ძაღლის გადასარჩენად თოკები გააბან.
"სამწუხაროდ 5 დღე ასე ყოფილა. ადგილობრივები კვერცხებს ესვრიან ხოლმე რომ ძაღლმა იცოცხლოს," - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.


ნანახია: 3068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძაღლის გადასარჩენად მაშველების მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.
აღნიშნულ ბრალდებას გამგებელ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი უყენებს.

ამინდი