Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში ოთხი საათის განმავლობაში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

თარიღი : 21-04-2015, 20:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი საათის განმავლობაში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
მთავარი საკითხი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დაფინანსება იყო. დეპუტატების უმრავლესობამ კენჭისყრის შედეგად თავი შეიკავა კლუბის ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსებაზე.

„მრცხვენია "ქართული ოცნების“ და დღევანდელი საკრებულოსი. მათ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს. საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ ფაქტობრივად დღევანდელი გადაწყვეტილებით არსებობა შეწყვიტა“, - განაცხადა კლუბის ქომაგმა ზაურ დოლიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის თქმით, მათ კლუბის დაფინასნების სამართლებრივი ფორმა ვერ მოძებნეს.

„მოგეხსენებათ, კლუბის მფლობელი ბიზნესმენი ილია კოკაიაა. ის უარს ამბობს კლუბის დაფინასნებაზე და ზესტაფონის გამგეობას 50%-იან წილს გვთავაზობს, თუმცა ამ წინაადებაზე დათანხმების შემთხვევაში ჩვენ იმ ვალების თანაზიარი უნდა გავხდეთ, რომელიც კლუბს აქვს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.


ნანახია: 2359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილე საფეხბურტო კლუბის მხარდამჭერები ზესტაფონის გამგეობას კლუბის დაფინანსებას სთხოვდნენ.
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის თქმით, ისინი იძულებულნი არიან საფეხბურთო კლუბმა არსებობა შეწყვიტოს.
აქციის მონაწილეები კლუბის შესაძლო დაშლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბი დაიშალოს.
დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
დავით ნარმანიამ ტორპედოსთვის შესაბამისი ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე აიღო.
იმ შემთხვევაში თუ ზესტაფონის გამგეობა ხვალამდე კლუბს არ დააფინანსებს ფეხბურთელები ვარჯიშს შეწყვეტენ.

ამინდი