ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი უზენაეს სასამართლოში მიდის
თარიღი : 21-04-2015, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი ქალაქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
თემურ ცამციშვილს პროკურატურა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება. კერძოდ, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალში საუბარია იმაზე, რომ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსობის პერიოდში ქუთაისიდან თბილისამდე ხელოვანების ტრანსპორტირებისათვის ცამციშვილმა ხარჯები ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე მითითებული 220 კილომეტრის ნაცვლად 240 კილომეტრზე გაწერა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცამციშვილს სასჯელის სახით 6 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც პროკურატურის მოთხოვნა, რაც ცამციშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას წარმოადგენდა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციომ პროკურატურის მოთხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა, ხოლო თემურ ცამციშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ მიიღო მხედველობაში.
„გამამართლებელი განაჩენი, რომელსაც მე ვითხოვდი, არ დადგა. სასამართლომ გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სამსახურებრივ გულგრილობაში გადამიკვალიფიცირა. ამ გადაწყვეტილებას მე აუცილებლად გავასაჩივრებ უზენაეს სასამართლოში. როგორც ვიცი, უზენაეს სასამართლოში მიდის პროკურატურაც, რომელსაც სასარჩელო მოთხოვნა-ჩემი დაპატიმრება, საერთოდ არ დაუკმაყოფილეს,“ - ამბობს თემურ ცამციშვილი.