რას ითვალისწინებს ქუთაისის მერიის 100 000-ლარიანი ორმაისობა?

2 მაისი, იგივე ქუთაისქალაქობა ქუთაისისათვის ტრადიციული დღესასწაულია. 2 მაისს ქალაქი სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებით ხვდება. ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ტრადიციას არც ამჯერად არღვევს.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვაჟა ჯუღელის თქმით, ორმაისობა ბაგრატის ტაძრიდან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს მიერ ქალაქის დალოცვით დაიწყება. ამის შემდეგ ქუთაისის მერი მერიის შენობა დიპლომატებს უმასპინძლებს. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილია ნიკო მარის სახლ-მუზეუმის გახსნა, რომელსაც ნიკო მარის შვილიშვილიც დაესწრება. ასევე, მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტები მათთვის დამახასიათებელ სამზარეულოსა და კულტურას წარმოადგენენ.
ორ მაისს, დღის განმავლობაში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ორმაისობაში ჩაერთვებიან ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. აღნიშნული ღონისძიებების გარდა, 2 მაისს ქუთაისი ძაღლების საერთაშორისო გამოფენასაც უმასპინძლებს.
ვაჟა ჯუღელის თქმით, ორი მაისის ღონისძიებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი.
„თუმცა ჩვენ ამ თანხას ალბათ ბოლომდე არ დავხარჯავთ და დაახლოებით 80 000 ლარამდე გამოვიყენებთ, რადგან მიმდინარე წელს ბანკეტი და ფოიერვერკი არ გვექნება. ორმაისობის დღესასწაულს ბაგრატის ტაძრიდან ცეცხლოვანი ფრანის გაშვება დაასრულებს,“ - ამბობს ვაჟა ჯუღელი.
ცნობისთვის, ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში. ,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად. ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე.
ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები. გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში. ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა. ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა. 1919 წლის შემდეგ ტრადიცია 2008 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით აღდგა და სხვა ღონისძიებებთან ერთად ,,გვირილობის თეატრალიზებული სანახაობაც მოეწყო.