Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გააკეთა წერეთლის უნივერსიტეტმა საკუთარი სტუდენტების მხარდასაჭერად?

თარიღი : 21-04-2015, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2015 წლის 21-22 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Tempusi-ის პროექტის- „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისებში“ მონაწილე უნივერსიტეტების საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა. ღონისძიება აწსუ-ს რექტორმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. რექტორმა უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„ჩვენს უნივერსიტეტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისები“. აღნიშნული სამსახურის ხელშეწყობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტით, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ, დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებისა და კონკურსების შესახებ. ასევე, ისარგებლონ ელექტრონული სწავლების პორტალით, სადაც გაეცნობიან სასწავლო კურსების სილაბუსებს, ლიტერატურას, შეასრულებენ სხვადასხვა სახის დავალებას და ასე შემდეგ,“ - განაცხადა რექტორმა.
Tempusi-ის ამ პროექტში ევროპისა და აზიის 18 წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრებს, რომელიც აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, იტალიის, რუმინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ესტონეთისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს Tempusi-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების“ ოფისების შესახებ.


ნანახია: 2498-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პროექტის მიზანს სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტი მიზნად სამხრეთ ისახავს კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში საინჟინრო მიმართულებებზე მათემატიკის სწავლების მოდერნიზებას,
სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სტუდენტობა უსურვეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი საქართველოს, უკრაინისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებში უმაღლესი საინჟინრო
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ამინდი