Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება უახლოეს მომავალში დასრულდება

თარიღი : 19-04-2015, 23:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უახლოეს მომავალში ქუთაისს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ბიზნესსუბიექტების ბაზა ექნება. ამის შემდეგ ქალაქში ბიზნესის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება დაიწყება.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა მუშაობს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, და სწორედ ამ გეგმაში განისაზღვრება ის მიმართულებები, რომლებიც ქალაქისთვის პრიორიტეტულია.

"სამუშაოებს 100–მდე ადამიანი ახორციელებს. ასევე შეიქმნება ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი. როგორ მოხდება ბიზნესის ხელშეწყობა და გადაიღებს თუ არა ქუთაისი თბილისში ბიზნესის ხელშეწყობის პროექტების მოდელებს? კლდიაშვილი ამბობს, რომ სამუშაოების დამთავრებამდე და ბიზნესის პრობლემების იდენტიფიცირებამდე დეტალური გეგმის შედგენა ვერ მოხდება. ამ მიზნით კი დაიწყო კომპანიების ანკეტირება, მათ შორის ტურისტული სააგენტოების.

დღემდე ელემენტარულად მოქმედი ბიზნესების ბაზაც არ გვქონდა, ამიტომ არ არსებობს ინფორმაცია რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რა მხრივ ჭირდება მას თვითმართველობის ან ცენტრალური ხელისუფლების დახმარება. ამ ეტაპზე ანკეტირების პროცესი უკვე სრულდება და მალე ამ შეკითხვებზე პასუხი გვექნება,“– განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

მისი თქმით, ერთი კონკრეტული ობიექტის, მაგალითად პარლამენტის ან უნივერსიტეტის ფუნქციონირების შედეგად ქალაქის განვითარება ვერ მოხდება და ქუთაისის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებას თანაბრად უნდა შეეწყოს ხელი.

commersant.ge


ნანახია: 2328-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ქუთაისი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს.
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
ქუთაისის ეკონომიკური განვითარების მიზნით, მოქალაქეეებისგან შესული წინადადებების განხილვა დიდ კონფერნეციაზე მოხდება, რომლის
კლდიაშვილის თქმით, ქალაქის მერისგან შეთავაზების მიღების შემდეგ, კონსულტაციები კოლეგებთან გაიარა.
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ დაახლოებით 8-მდე ტუროპერატორს ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ტურიზმის

ამინდი