Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანისამოსი?

თარიღი : 19-04-2015, 22:26 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
მეორადი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკმაოდ მოთხოვნადი ბიზნესია. თითქმის 20 წელია, რაც თბილისის ქუჩებისათვის ე.წ. ძველმანების მაღაზიები უცხო აღარაა. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიეში ყველანაირი საქონლის შეძენაა შესაძლებელი - დაწყებული მაისურებით და დამთავრებული ზამთრის ტყავის ქურთუკებით.

არის თუ არა მეორადი ტანსაცმელი საფრთხის შემცველი ჯანმრთელობისათვის და შეიძლება თუ არა მეორადი ტანსაცმლის ხშირი მოხმარება ალერგიის გამომწვევი მიზეზი გახდეს? - რჩევებს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თვალიაშვილი გვაძლევს.

"მეორადი ტანსაცმელი უამრავი რაოდენობით შემოდის ევროპული ქვეყნებიდან. როდესაც საქართველოში შემოდის ეს ტანსაცმელი, უკვე დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში ტანსაცმელი იძლევა ალერგიას. განსაკუთრებით კი იმ პირებზე მოქმედებს, ვისაც მომატებული ალერგიული ფონი აქვს, იგივე ბრონქიალური ასთმა, რინიტი და ა.შ.
რამდენიმე პაციენტი ყოფილა ჩვენთან მიღებაზე მოსული, ვეძებდით ალერგიის გამომწვევ მიზეზს და საუბარში გაირკვა, რომ ხმარობდნენ მეორად ტანისამოსს. პაციენტებს ტანზე გამონაყარი ქონდათ, ჩვენც სწორედ ამას დავუკავშირეთ ალერგიული გამონაყარი. მკურნალობის შემდეგ ალერგიული გამონაყარი გაქრა, ხოლო პაციენტს ვურჩიეთ, რომ სამომავლოდ თავი შეეკავებინა მეორადი ტანისამოსის მოხმარებისგან.
შესაძლოა, ალერგიას სწორედ სადეზინფექციო ხსნარები ახდენს, რომლითაც ტანისამოსი მუშავდება. ზოგიერთ ადამიანზე მსგავსი ფაქტორები ზეგავლენას ვერ ახდენს, თუმცა ზოგზე, ვინც ალერგიულია, ყველაფერი მოქმედებს. ჩვენ ვურჩევთ, რომ მეორადი ტანსაცმელი კარგად გარეცხონ, რის შემდეგაც შეუძლიათ ჩაიცვან", - ამბობს გიორგი თვალიაშვილი.

ყველანაირი ალერგიის საფრთხეს გამორიცხავენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელები. მათი თქმით, პროდუქცია იმდენად უსაფრთხოა, რომ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებსაც აცმევენ.

წყარო: mshoblebi.ge


ნანახია: 2031-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეორადი ტანსაცმლის, იგივე second hand-ის შეძენა დღეს ქართველი მომხმარებლისათვის ჩვეეულ მოვლენად იქცა.
21-ე საუკუნეში ტანსაცმლის მოდა ისე სწრაფად იცვლება და მოდის მიმდევრებიც ისე სწრაფად აახლებენ გარდერობს, რომ ტანსაცმელი
ყოველ ეპოქაში ალერგიას თავისი საიდუმლო აგენტები ჰყავდა. ჰიპოკრატეს დროს ყველაზე ხშირი იყო ყველზე ალერგია.
სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის
პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტანსაცმლის სისუფთავე.

ამინდი