საქართველოს ხელისუფლებას ასურელი ქრისტიანების დახმარებისკენ მოუწოდებენ-აქცია ქუთაისში
თარიღი : 19-04-2015, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"შეწყდეს ასურელი ქრისტიანების დევნა", -ამ მოწოდებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ასურელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებას სირიაში მცხოვრები ასურელი ქრისტიანებისათვის თავშესაფრის მიცემისაკენ მოუწოდებენ.
"სირიაში ქრისტიანი ასურელების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ემოციურია როდესაც ბავშვებს ხოცავენ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფარი მისცენ ამ ადამიანებს. ასევე, კონკურეტულ ოჯახებს ვთხოვთ იშვილონ ეს ბავშვებნი და ეს იქნება კეთილი ნაბიჯი, რადგან არავინ იცის ხვალ ვის რა ელოდება," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქეთი ბერძენიშვილი.
აქციის ორგანიზატორის გაგა ამბროლძის თქმით, მისი ინფორმაციით, 50 ოჯახი თანახმაა ასურელი ბავშვები იშვილოს. ცენტრალურ მოედანზე აქციის დასრულების შემდეგ, მონაწიელეებმა ბაგრატის ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
ცნობისთვის, სირიაში მცხოვრებ ქრისტიანებს სარწმუნოების გამო დევნიან. თავს აჭრიან, წვავენ და აწამებენ ბავშვებსა და ზრდასრულებს, რადგან ისინი ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები არიან. შესაბამისად, ასურელი ქრისტიანები დახმარებას ითხოვენ.
"ეს არის ვიდეოები, სადაც ბავშვებს აჭრიან თავს, ცემენ, წვავენ, უკლავენ ოჯახის წევრებს. ეს არის საშინელება. რელიგიური წმენდა მიმდინარეობს სირიაში. მე და არა მარტო მე ვიღებთ სირიიდან ვიდეოებს, სადაც ასურელი ქრისტიანები ითხოვენ დახმარებას, შველას. ამ გენოციდის შესახებ იმართება მსოფლიოში აქციები. ჩვენც გავმართეთ თბილისში ეს აქცია. მე არ ვფიქრობ, რომ მუსლიმანური სარწმუნოება ქადაგებს იმას, რომ წადი, მოკალი ყველა, რომ სამოთხის გასაღები დაიჭირო ხელში," - აცხადებს მამა სერაფიმე.