ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიხსნა
თარიღი : 18-04-2015, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის სპორტის სასახლეში, კრივში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.
ტურნირი დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ჩამოსული მოკრივეების გარდა, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი სპორტის სასახლეში 3 დღეს გაგრძელდება.