იტვირთება

დაზიანებული სახლები და ნათესები-სტიქია ზესტაფონში

დაზიანებული სახლები და ნათესები-სტიქია ზესტაფონში

21 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ინფრასტრუქტურა,  საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღის სახურავი და  სასოფლო - სამეურნეო კულტურა.

"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სიტუაციას, შეხვდა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. მუნიციპალიტეტში ასევე მუშაობს მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია, რომელიც აღრიცხავს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს.  ზარალის აღრიცხვის შემდეგ  შესაბამისი ღონისძიებები გატარდება,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები