მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
სერგი საცერაძეს პროკურატურა გასული წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობას ედავება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილის დედა ფატიმა ჯორბენაძე. მისი თქმით, საცერაძე კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაესაჯათ.
„რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. 11 წელი - ეს არ არის ის სასჯელი, რომელიც მას ეკუთვნოდა. მინიმუმ თავისუფლების 13-15 წლით აღკვეთა უნდა შეეფარდებინათ“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა ფატიმა ჯორბენაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პოლიციელმა სერგი საცერაძემ ყოფილ მეუღლეს სალომე საცერაძეს ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.