"ზესტაფონში ამნისტირებულმა პატიმრებმა მამაკაცი ცემით მოკლეს"
თარიღი : 17-04-2015, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ზესტაფონში 14 აპრილს მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ორგანიზაციის ცნობით, ძმებმა, ამნისტირებულმა პატიმრებმა სცემეს.
ენმ-ს ცნობით, ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრებ მარტოხელა მამაკაცს შელაპარაკება მოუვიდა მეზობლებთან, რომლებიც ამნისტირებული პატიმრები არიან.
„ძმებმა ისე სცემეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, პოლიციამ კი საქმე უბედური შემთხვევის მუხლით აღძრა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, პოლიცია ფაქტის გახმაურებას და მკვლელობის დაფარვას ცდილობს“,- აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ცემის ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.