მოქალაქეებისათვის ადვოკატის მომსახურება უფასო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც გახდა
თარიღი : 17-04-2015, 01:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა.
2015 წლის 15 აპრილიდან ძალაში შევიდა „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, 15 აპრილიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლებენ ადვოკატის მომსახურებით არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში, არამედ უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საწყის ეტაპზე, საადვოკატო მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლობა) განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. ადვოკატის დანიშვნა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დააკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს, ხოლო საქმე შეფასდება, როგორც რთული და მნიშვნელოვანი. სერვისით სარგებლობა შესაძლებლია იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ბიუროებში, მათ შორის იმერეთის-ქუთაისის ბიუროში.
სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას 2007 წლიდან უზრუნველყოფს. დღემდე, ეს სერვისი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს მოიცავდა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის დეკემბერში მიიღო.