როდის დასაქმდა ქუთაისის მერის მამა მერიაში განუსაზღვრელი ვადით?
თარიღი : 17-04-2015, 01:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"შოთა ნეპოტიზმის მეფე",- აღნიშნული სახელწოდებით ქალაქის მერს შოთა მურღულიას მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია მოუწყვეს, სადაც მერი ადგილობრივ ხელისუფლებაში საკუთარი მამის, ლევან მურღულიას დასაქმებაში დაადანაშაულეს.
ქალაქის მერი კი მერიაში ნეპოტიზმის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ მამა სამსახურებრივად უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არ იმყოფება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კანონი ლევან მურრულიას მერიაში მუშაობას არ კრძალავს.
ლევან მურღულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. ბრძანებაში, რომელიც Topnews.com.ge-მ მოიძია, წერია, რომ ლევან მურღულია აღნიშნულ თანამდებობაზე 2010 წლის 3 მაისს დაინიშნა. მის დანიშვნას ხელს ქუთაისის მერის მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით გორდელაძე აწერს. ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ ლევან მურღულია თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით ინიშნება.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსისა და ატესტაციის ეტაპებიდან ლევან მურღულიას ატესტაცია შეეხო, რომელიც მერის მამამ გაიარა.