„6-ჯერ ნასამართლევმა, ორი კლასის განათლების მქონე ქმარმა შვილები წამართვა“

ქუთაისში მცხოვრები ნადია შაბანოვა თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად აცხადებს. ქალბატონი ამბობს, რომ მეუღლემ, რომელთანაც 11-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს, შვილები წაართვა.
„ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგონა. ჩემი ქმარი 7 წელი ციხეში იჯდა. 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა. ჩემზე ძალადობდა. სასამართლოსაც მივმართე და სასამართლომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დააკისრა. ციხიდან რომ გამოვიდა, ვიფიქრე იქნებ გამოსწორდეს-თქო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ორი კლასის განათლება აქვს და 6-ჯერ არის ნასამართლევი. ბიჭი ერთი წლის წინ წამართვა, ხოლო გოგონა ერთი თვის წინ. ბავშვები სოფელში წაიყვანა. მის ოჯახშიც არანორმალურები არიან. მისი ძმა იარაღით დარბის და ძაღლებთან ერთად იძინებს. ჩემი შვილები საშინლად მენატრება. ჩემს ყოფილ ქმართან შერიგება გამორიცხულია. იქნებ ვინმე დამეხმაროს გთხოვთ,“ - ამბობს ნადია შაბანოვა.