Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოქალაქეთა მიმართვა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს

თარიღი : 16-04-2015, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნით შექმნილი მოქალაქეთა საინიცაიტივო ჯგუფის წევრები ფონდ „ქართუ“-ს დირექტორს ნიკოლოზ ჩხეტიანს მიმართავენ.
ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ ქალაქზე გული შესტკივათ და საქართველოს მეორე ქალაქისათვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭება ქუთაისის წინაშე წლების განმავლობაში არსებული რიგი პრობლემების (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ა.შ.) გადაწყვეტის კარგი დასაწყისი იქნებოდა.
„ჩვენს მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები რიგითი მოქალაქეები არიან. ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ საკუთარ ქვეყანაზე და ქალაქზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ფუნქცია დაკარგული ქალაქისათვის ახალი სიცოცხლის დასაწყისს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დაანონსდა ქუთაისისთვის, როგორც სიდიდით და მნიშვნელობით საქართველოს მეორე ქალაქისათვის, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც მის წინაშე წლების განმავლობაში არსებულ რიგი პრობლემების (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ა.შ.) გადაწყვეტის კარგი დასაწყისი იქნებოდა. ამ ყოველივემ (სხვა ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად) იმედის ნაპერწკალი გააჩინა მოსახლეობაში. ხოლო მას შემდეგ, რაც დაანონსდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დედაქალაქში მშენებლობის შესახებ, ჩვენ როგორც ქართული საზოგადოების ნაწილს გაგვიჩნდა შინაგანი პროტესტის გრძნობა. არამარტო დაპირების არშესრულებასთან დაკავშირებით, არამედ ჩვენი ქალაქის ისევ გაურკვევლობის და უფუნქციობის ხანაში დაბრუნების. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც რიგითი მოქალაქეები აქტიურად და რაც მთავარია შედეგიანად არიან ჩართული ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის წინსვლის პროცესში და კომუნიკაციის დონე საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მაღალია, მოგვცა ერთგვარი სტიმული. ეს გახლავთ ჩვენი ინიციატივის ერთადერთი მოტივი. არ ვაპირებთ მივმართოთ პროტესტის რადიკალური ზომებს და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი აქტივობა აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური მიზნებისაგან და მანიპულაციებისაგან. ცალსახად ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საუკეთესო ადგილად თბილისის დასახელებას, გვინდა ვთქვათ, რომ ბევრი კომერციული პროექტის კარგად ფუნქციონირება დამოკიდებულია ხალხის სიმრავლეზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ კერძო ინვესტიციით განხორციელებული ეს პროექტი მიმზიდველი იქნება ყველასთვის ვისაც სურს ხარისხიანი განათლების მიღება და ტერიტორიული ადგილმდებარეობა სტუდენტების სიმრავლეს ხელს არ შეუშლის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სერიოზული პროექტი, ეს რეგიონის (და არა მარტო) მაცხოვრებლებისთვისაც მისაღები იქნება ტერიტორიული მდებარეობი სგამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქუთაისს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, სატრანსპორტო სიახლოვით (სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი) გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა. ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული ტექნიკური განხრით ყოველთვის მოწინავენი იყვნენ და არიან როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მასშტაბებით. აქვე არსებობს ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზა, რომლის პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებული წარმატებულები არიან თავიანთ საქმიანობაში. ჩვენი ინიციატივა არ ატარებს აგრესიულ ხასიათს და ამ პროცესებს ბიძგი მიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირებამ: „ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს“. რადგან ცნობილია ბატონი ბიძინას კავშირი ფონდ „ქართუსთან“, ამის გათვალისწინებით აღნიშნულ მოთხოვნას ვუგზავნით "ქართუ" ფონდსაც, როგორც ამ პროექტის დამფინანსებელს,“ - ნათქვამია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.


ნანახია: 2095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების საკითხი კვლავ გაურკვეველია.

ამინდი