მოფერების საღამო ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით
თარიღი : 16-04-2015, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ახალგაზრდულ ცენტრში, ტყიბულის კოლორიტი, ხელოვანი და ცნობილი ოჯახური წყვილების მოფერების საღამო გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქში გამორჩეული და ყველასთვის ცნობილი ოჯახებმა თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენეს და ამასთან ერთად, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. თავისი სიყვარულისა და ოჯახის შექმნის ისტორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემაც გაიხსენა, ხოლო გამგებლის მოადგილემ შალვა ჯიშკარიანმა დამსწრე საზოგადოებას ექსპრონტად გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ,,უსიყვარულოდ“ მიუძღვნა.

საღამო მაია ბრეგაძისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.