მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებმა ნობათი მიიღეს
თარიღი : 16-04-2015, 12:17 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსთან ერთად წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარში მივიდა, სადაც ხანდაზმულებს ნობათი მიუტანა. პანსიონატში 86 ბენეფიციარია. ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
სააღდგომო ნობათები ქუთაისში 2 628 შეჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
,,ხანდაზმულთა პანსიონატს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს ყურადღება მიაქციოს და შეძლებისდაგვარად გვერდით დაუდგეს აქ მცხოვრებ ადამინებს,“-აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.