"შოთა მურღულია ამ გუნდით დაღუპავს ქალაქს," - ქუთაისში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ ქუთაისის ხელმძღვანელობას ქალაქის გადარჩენა არ შეუძლია.
„ვითხოვთ მთავრობის გადადგომას. ამისთვის გავმართეთ აქცია და ვაგროვებთ ხელმოწერებს. მათ არაფერი გააკეთეს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადასაქცევად. მთავრობა არ ფიქრობს ამ ქალაქის გადარჩენაზე და ვთვლი, რომ ეს მთავრობა არ არის ამ ქალაქის გადამრჩენი. მინდა ქალაქის მერს შოთა მურღულიას მივმართო, ის ამ გუნდით დაღუპავს ქალაქს და მის პოლიტიკურ კარიერასაც. ის გუნდი მოიყვანოს, რომელიც ქალაქს გადაარჩენს,“ - აცხადებს წულაია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.