ქუთაისში ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა
თარიღი : 15-04-2015, 22:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თაოსნობით ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცული სურათები ქუთაისში ასე მასშტაბურად პირველად გამოიფინა.
გამოფენა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ გახსნეს. ექსპონატებს შორის არის პაბლო პიკასოს "ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი", რომელიც მხატვარმა 1972 წელს შექმნა.
გამოფენა ქუთაისში 30 აპრილამდე გასტანს, საიდანაც ბათუმში გადაინაცვლებს.