"ექსპერიმენტი #1"-ქუთაისში კლუბური ცხოვრების მოყვარულებისთვის
თარიღი : 15-04-2015, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ქალაქის #1 საჯარო სკოლის შენობის წინ, ღამის კლუბ "ვოგი"-ს შენობაში მიმდინარე კვირიდან ფუნქციონირებას ახალი ღამის კლუბი დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, "ვოგმა" ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაწესებულებაში რებრენდინგი ხორციელდება.
"ექსპერიმენტი #1",- ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელმაც სამთვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქუთაისს დიდ გეგმებზე გათვლილი ღამის კლუბი უნდა შემატოს. პროექტს DJ ZAPA მეგობრებთან ერთად ახორციელებს. დიჯეი აცხადებს, რომ ქუთაისში ღამის კლუბების წარუმატებლობას კლუბების მენეჯმენტის არაკვალიფიციურობა და კლუბების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება განაპირობებს.
"მე კლუბური ბიზნესის მართვის გამოცდილება საზღვარგარეთ მაქვს მიღებული. პროექტი რომ წარმატებული იყოს, საზღვარგარეთიდან კვალიფიციური კადრები ჩამოვიყვანეთ. კლუბი დასვენების, რელაქსაციისა და კარგი მუსიკის მოსმენის ადგილია,“ - ამბობს დიჯეი.
იმ ადამიანებს, რომლებსაც ღამის კლუბი გარჩევებისა და მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანების თავშეყრის ადგილი ჰქონია, სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.