სამხედროების და სამგზავრო ავტობუსის შეჯახება ხონში მსხვერპლით დასრულდა
თარიღი : 15-04-2015, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონში მსხვერპლით დასრულდა სამგზავრო ავტობუსისა და სამხედრო ავტომანქანის შეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილები სამხედროები არიან თუ სამგზავრო ავტობუსის მგზავრები. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. სამართალდამცავები მომხდარის დეტალებს იკვლევენ.