Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტორპედო"-ს ახალი სპონსორი ჰყავს

თარიღი : 15-04-2015, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ახალი სპონსორი იპოვა. მას შემდეგ, რაც კლუბის დაფინანსებაზე უარი თქვა კომპანია „ვისოლმა,“ „ტორპედო“ აქტიურად ეძებდა ახალ დამფინანსებელს. საუბარი იყო კლუბით ბანკირების დაინტერესებაზე, თუმცა ამ ბანკირების ვინაობა დღემდე არ გაჟღერებულა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ გუნდის გენერალური სპონსორი Europe-bet.com–ი გახდა. მხარეებს შორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე Europe-bet.com 1 წლის განმავლობაში კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი იქნება.

როგორც Europe-Bet.com -ში აცხადებენ, კომპანიის დაარსების დღიდან, ისინი საქართველოს ბაზარზე იკავებენ წამყვან პოზიციას ბუკმეკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში.

კომპანია 2010 წლიდან მხარს უჭერს და ასპონსორებს სპორტის სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გუნდებს, მათ შორის: ბილიარდის ფედერაცია; საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია; საფეხბურთო კლუბი საბურთალო და ახლა უკვე „ტორპედო ქუთაისი“.


ნანახია: 2222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოგორც კლუბის გენერალური დირექტორი მამუკა მოსიაშვილი განმარტავს, შეთანხმება ინვესტიციის ჩადებაზე უკვე მიღწეულია.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან

ამინდი