Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რის გაკეთებას აპირებს საჯაროდ 2 მაისს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე?

თარიღი : 14-04-2015, 00:21 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს,“ -ამ სახელწოდებით შესაბამისი ბროშურების დარიგება ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს.
ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების საკითხთან დაკავშირებით ისინი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს შეხვდნენ, რომლისგანაც მხარდაჭერის პირობა მიიღეს.
"2 მაისს, ქუთაისობაზე ქალაქის ცენტრში ბანერი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მოთხოვნაზე ხელს მოაწერენ. საკრებულოს თავმჯდომარისგან დავით დვალისგან მივიღეთ დაპირება, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნას მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საჯაროდ ხელს ისიც მოაწერს," -აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.


ნანახია: 2542-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა, პროცესი
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების საკითხი კვლავ გაურკვეველია.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი ისევ აქტუალურია.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.

ამინდი