Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კვირის ჰოროსკოპი (14-20 აპრილი)

თარიღი : 13-04-2015, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ვერძი

ზოგადი

შეეცადეთ ამ კვირაში იყოთ უფრო ყურადღებიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლები დაგადანაშაულებენ ყველაზე მძიმე ცოდვაში. შუა კვირაში გეწვევათ უამრავი იდეა და მოგიწევთ მათი დაყოფა რეალურად და ილუზიურად, რათა გაგიადვილდეთ მათი რეალიზაცია.

სასიყვარულო

ეს კვირა საკმაოდ კონფლიქტური იქნება. ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს ჩხუბის მიზეზი, მაგრამ კვირის ბოლოს ყველაფერი ჩაწყნარდება და წარმატება თქვენს ურთიერთობას გარანტირებული ექნება.

კურო

ზოგადი

კვირის დასაწყისი ძალიან კარგი პერიოდი იქნება ბიზნესისთვის. ის ასევე სავსე იქნება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო მოვლენებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გამონათქვამებს, რადგან ერთი არასწორი სიტყვა შესაძლოა შეოტრიალდეს თქვენს საპირისპიროდ.

სასიყვარულო

თქვენთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა ამ კვირაში იქნება მარტო დარჩენა. შეეცადეთ დაფიქრდეთ მომავალზე, დაკავდით გეგმების დაწყობით და ნუ ქნებით ზედმეტად ემოციური, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირთულებთ საქმეს საყვარელ ადამიანთან.

ტყუპები

ზოგადი

ამ კვირაში მოგიტანთ შედეგს ის, რაშიც ამდენ ძალისმევას დებდით და რისიც ძალიან გჯეროდათ, პრინციპში მთელი კვირა კარგი იქნება გადამწყვეტი ქმედებისთვის. ნებიემიერი წამოწყება და ახალი საქმე შეიძლება დასრულდეს წარმატებით. ყურადღება დაუთმეთ სახლსაც.

სასიყვარულო

ამ კვირაში არ დაგაკმაყოფილებთ მცირედი და მოისურვებთ ყველაფრის ერთად მიღებას. თქვენ მიიღებთ სასურველს, თუკი მოიქცევით თქვენი სურვილების შესაბამისად, ნუ გამოეკიდებით შეყვარებულს წვრილმანებზე.



კირჩხიბი

ზოგადი

ამ კვირაში მოვლენები ნიაღვარივით დაგატყდებათ თავს. ამიტომ შეძლებისდაგვარად დაგეგმეთ კვირა. მოეკიდეთ ცვლილებებს სერიოზულად, თქვენ გელით ბევრი ახალი ამბავი, საქმიანი შეხვედრა, დაძაბული სიტუაცია სამსახურში. კვირის მეორე ნახევარში გელი შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან.

სასიყვარულო

თქვენ შეძლებთ თქვენს გარშემო ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნას. ამიტომ საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდით თავს კომფორტულად და მსუბუქად იგრძნობს. თქვენს სასურველი და საყვარელი იქნებით გარშემო ყველასთვის.

ლომი

ზოგადი

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები უკვე დიდი ხანია მომწიფდა და უკვე დროა ისინი განხორციელდნენ. შესაძლებელია მოვლენები ისე აეწყოს, რომ შეძლოთ ახალი საქმის წამოწყება. ნუ დაამყარებთ დიდ იმედს სხვა ადამიანების დახმარებაზე, მაგრამ თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, უარს ნუ იტყვით.

სასიყვარულო

ამ კვირაში ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გაიგონებთ. არაკეთილმოსურნეთა ტყუილმა და ჭორებმა შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ქალწული

ზოგადი

ამ კვირაში შეეცადეთ მოერიდოთ უშედეგო შფოთვას და ნუ წამოიწყებთ ყველა საქმეს ერთდროულად. ყველაზე კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და წყნარად დაკავდებით თქვენი საქმით. კვირის მეორე ნახევარში გექნებათ ცვლილებები, რის გამოც დაგჭირდებათ კოლეგების დახმარება.

სასიყვარულო

თქვენს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. თუ წინა დღეებში ნაჩხუბარი იყავით, ამ დღეებში მარტივად შერიგდებით. კვირის ბოლო კარგი დროა პაემნებისა და შეხვედრებისთვის.

სასწორი

ზოგადი

თქვენთვის დგება ძალიან კარგი პერიოდი, ბევრი რამ გამოგივიდათ და ამიტომ ეს შანსი რაციონალურად უნდა გამოიყენოთ, მოიზიდეთ ახალი საქმიანი პარტნიორები. გამოიჩინეთ კონტაქტურობა და აქტიურობა, ეს საშუალებას მოგცემთ გაიმყაროთ მდგომარეობა და დაფიქრდეთ სასურველ პერსპექტივაზე.

სასიყვარულო

შეეცადეთ არ გამოიჩინოთ უკმაყოფილობა, წვრილმანების გამო ჩხუბი და უკმაყოფილება კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით პარტნიორის მიმართ ყურადღებიანი და გაუკეთეთ რაიმე სასიამოვნო.


მორიელი

ზოგადი

დაინდეთ საკუთარი თავი, ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს. საკუთარი თავისგან უკმაყოფილების განცდა, ჩააქრობს სიხარულის განცდას, რომელსაც წარმატება მოგიტანთ. ეს კვირა იქნება დინამიური და წარმატებული ბევრ სფეროში. კვირის დასაწყისი კარგი დროა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის.

სასიყვარულო

თქვენი ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე მთავარია. ეს ურთიერთობა უკვე ახალ ეტაპზე გადადის და შესაძლებელია თქვენც გადაწყვიტოთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.


მშვილდოსანი

ზოგადი

ამ კვირაში პროფესიული სფერო თქვენგან მოითხოვს დიდ ყურადღებას, იმისთვის რომ სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ გონიერება და საქმის დროზე დაბრუნების უნარი. კვირის დასაწყისში შეეცადეთ გვერდი აუაროთ გარშემომყოფებთან ჩხუბს და გამოიჩინოთ სიამაყე.

სასიყვარულო

შეეცადეთ გათავისუფლდეთ ზედმეტი მერკანტილურობისგან და თქვენს პირად ცხოვრებაში დაბრუნდება თანხმობა და ურთიერთობა, ნუ გასცემთ ზედმეტ დაპირებას, რადგან მოგვიანებით მიხვდებით, რომ მათი ასრულების საშუალება არ გაქვთ.

თხის რქა

ზოგადი

ამ კვირაში თქვენ შეძლებთ გაერკვეთ არეულ-დარეულ საქმეებში და მიიყვანოთ ისინი ლოგიკურ დასასრულამდე, რის გამოც შეიძლება ფულადი ჯილდოს იმედიც კი გქონდეთ. კვირის ბოლოს ელოდეთ საინტერესო წინადადებას, რაც კარგად იმოქმედებს თქვენი საქმის წარმატებაზე.

სასიყვარულო

თქვენს ცხოვრებაში დგება განახლების პერიოდი, ნუ შეეწინააღმდეგებით მას. მიაქციეთ ყურადღება, რომ როგორც კი რაიმეს შეცვლით, თქვენს გარშემო სიტუაციაც მაშინვე უკეთესობისკენ შეიცვალება.



მერწყული

ზოგადი

ამ კვირაში დიდ წარმატებას მიაღწევთ სასწრაფო საქმეების მოგვარებისას, მაგრამ ამ დროს მოერიდეთ სიჩქარეს და ყველაფერი თანმიმდევრობით გააკეთეთ. ცვლილებები, რომელსაც ასე ელით არ დადგება თქვენი გადამწყვეტი ნაბიჯების გარეშე, გააგრძელეთ ახალი ნაცნობების ძებნა.

სასიყვარულო

ამ კვირაში თქვენ მოისურვებთ მხოლოდ საკუთარ გართობას და მოახდენთ სხვების იგნორირებას. კვირის ბოლოსთვის ეს საქიანობა ისე გაგიტაცებთ, რომ შესაძლოა ოჯახური კონფლიქტიც კი გამოიწვიოთ. მეტი დრო დაუთმეთ შეყვარებულს.

თევზები

ზოგადი

ეს კვირა ძალიან საქმიანი იქნება, ამიტომ შეეცადეთ დაკავდეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით და სხვები გადადოთ დროებით. ნუ გააკრიტიკებთ ხელმძღვანელობის ქმედებებს, შეიძლება არასწორად გაგიგონ, ეს ცუდად აისახება თქვენს რეპუტაციაზე.

სასიყვარულო

ეს კვირა იქნება გამოცდა თქვენი ურთიერთობისა და გრძნობებისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ გაერკვევით გრძნობებში და ახალი ამბებიც არ დააყოვნებს. შეიძლება დაიწყოთ ახალი ურთიერთობაც.


ნანახია: 4078-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას. ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანსაცმელი - ყველაფერი ეს სრულ წესრიგში უნდა იყოს.
გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო წელს სასიყვარულო ფრონტზე - ნაზი, რომანტიკული სიყვარული, გიჟური ლტოლვა თუ ვნების ნამდვილი სიმფონია.
ასტროლოგების პროგნოზი სხვადასხვა ნიშნისათვის.
მთავარია, შეინარჩუნოთ დღიური (ყოველკვირეული) კალორიების რაოდენობა და არ გადააჭარბოთ მას.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი