Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობის დემონტრირებას შოთა რუსთაველის საიუბილეო წელში შეეცდებიან

თარიღი : 13-04-2015, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წელს, შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პოეტის იუბილის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას "ქართული ერთობის დარბაზის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე ავრცელებს.

რეზო ჩხეიძის თქმით, 2016 წელს 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. როგორც ჩხეიძე ანბობს, მას უკვე ჰქონდა საშუალება გენიალური პოეტის 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილიყო.

"ეს მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს. იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად.

მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.  ეს არის ჩემი თხოვნა," - აცხადებს ჩხეიძე.


ნანახია: 1895-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.
კინოდარბაზში ქართული ფილმების უფასო ჩვენებები გაიმართება.

ამინდი