Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ევროპის 16 უძველეს ქალაქს შორის მცხეთა და ქუთაისი მოხვდა

თარიღი : 11-04-2015, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ევროპის 16 უძველეს ქალაქს შორის მცხეთა და ქუთაისი მოხვდა.
ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ მოგზაურობის განყოფილებაში ევროპის უძველსი ქალაქების შესახებ მომზადებული მასალა განათავსა, სადაც 16 უძველეს ქალაქს შორის მცხეთა და ქუთაისიც მოხვდა.

სტატიაში მცხეთის შესახებ ნათქვამია, რომ გადმოცემის თანახმად, ეს ქალაქი 3000 წლის წინ დაარსდა. ეს ადგილი ცნობილია იმითაც, რომ ქართველებმა ქრისტიანობა 317 წელს აქ მიიღეს. ის აერთიანებს ისტორიულ ძეგლებს: ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს და სამთავროს მონასტერს და რომ ეს ადგილი იუნესკო-სმსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მიკუთვნება ევროპისადმი ალბათ სადავოა, მაგრამ კავკასიის რეგიონში ევროპის კონტინენტის საზღვრბის ფართოდ მიღებული განსაზღვრების თანახმად, მისი ევროპულ ქვეყნად მიჩნევა სამართლიანია.

რაც შეეხება ქუთაისს, მასზე ნათქვამია, რომ ის კოლხეთის სამეფოს, სამხრეთ კავკასიის უძველესი რეგიონის დედაქაალქი იყო ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულიდან. ეს ქალაქი ასევე საქართველოს მეფეებს, რუსი და ოსმალი მმართველებს შორის მრავალი კონფლიქტის ცენტრი იყო. ხოლო საბჭოთა პერიოდში ინდუსტრიული ცენტრს წარმოადგენდა. მისი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ქართული კულტურისა და ისტორიის 16 000-მდე არტეფაქტს აერთიანებს. ამასთან, ქუთაისი საბრძოლო ხელოვნების მუზეუმის სახლიც არის. რაც შეეხება ბაგრატის ტაძარს, მასზე ნათქვამია, რომ ის 2012 წელს იუნესკო-ს სურვილების წინააღმდეგ აღადგინეს.

ამავე სტატიაში 16 უძველეს ქალაქს შორი მოხვდა ერევანი (სომხეთი), ზადარი (ხორვატია), კადისი (ესპანეთი), მიტილინი (საბერძნეთი), ლისაბონი (პორტუგალია), ჰალკიდა (საბერძნეთი), ლარნაკა (კვიპროსი), თებე (საბერძნეთი), ტრიკალა (საბერძნეთი), პატრა (საბერძნეთი), კანეა (კრეტა, საბერძნეთი), პლოვდივი (ბულგარეთი), ათენი (საბერძნეთი), არგოსი (საბერძნეთი).


ნანახია: 1915-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ევროპის კონტინენტზე სიძველით პირველი საბერძნეთის ქალაქი არგოსია, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წელს დაარსდა.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში ისეთი ცნობილი კურორტებია გაწევრიანებული, როგორიცაა: ვიში (საფრანგეთი) ბადენ
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში ვერ მოხვდა.
უძველეს ქალაქებს შორის ქუთაისიცაა, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე შეიქმნა. ამის შესახებ ერთერთი უცხოური გამომცემლობა წერს:

ამინდი