სამტრედიაში მამაკაცს არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური ურთიერთობისათვის ასამართლებენ

სამტრედიის რაიონული სასამართლო ამავე რაიონში მცხოვრები გ. ც.-ს საქმეს განიხილავს. ცაგარეიშვილს სამართალდამცავები არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური ურთიერთობისათვის ედავებიან. როგორც Topnews.com.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა ილია ჯანელიძემ განუცხადა, საქმეზე დახურული სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში ელოდებიან.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 2011 წელს ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს და პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. შესაბამისად, პერიოდულად დადიოდა პრობაციის ბიუროში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, იქ დახვდნენ პოლიციელები, რომლებმაც პოლიციაში წასვლა და ერთ-ერთ დანაშაულთან დაკავშირებით ჩვენების მიცემა სთხოვეს. გ.ც.-მ უთხრა, რომ იმ ეტაპზე არ ეცალა და სხვა დროს მისცემდა ჩვენებას. პრობაციის ბიუროზე სამართალდამცავებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული მის დასაჭერად. ჩემ იდაცვის ქვეშ მყოფი მესამე სართულიდან გადახტა და გაქცევა მოახერხა. რამდენიმე ხანში ის პოლიციამ დააკავა, თუმცა ვიდრე ძებნილი იყო, დაქორწინდა და ცოლად 16 წლის გოგონა მოიყვანა. პოლიციისაათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლში სასამართლომ ის გაამართლა, თუმცა გამოძიება ამჯერად არასრულლოვანთან სექსუალური ურთიერთობის მუხლით დაიწყო," - ამბობს ადვოკატი.