თვეობით აუღებელი ხელფასები-ქუთაისელი მეტალურგების მუდმივი პრობლემა
თარიღი : 11-04-2015, 08:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლებთან შეხვედრის მიზნით, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე და იურისტი თამარ სურმავა საქართველოს პროფკავშირების ქუთაისის ოფისს ესტუმრნენ. პროფკავშირების წარმომადგენლები ადგილზე ქუთაისელი მეტალურგების პრობლემებს გაეცნენ.
"ქუთაისელ მეტალურგთა პრობლემები ისევ ისეთია, როგორიც იყო წინა წლებში. კომპანიის ადმინისტრაცია კომპანიის მართვას ისევ ისეთი მეთოდებით ახდენს - ნედლეულის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, დამხმარე მასალების მომწოდებლების მიმართ მუდმივად არსებული დავალიანებები და რაც ყველაზე სამწუხაროა, სახელფასო დავალიანებები მუშების მიმართ. ამჟამად ქარხანა "ჰერკულესი" ზემოთაღნიშნული პრობლემების გამო გაჩერებულია. მუშებს კი 2-3 თვის შრომის ანაზღაურება არ აუღიათ.
ქარხნის თანამშრომელთა თხოვნით და პროფესიული კავშირის იურისტის დახმარებით, ხელფასების დაბრუნების სამართლებრივი სტრატეგია იქნა შემუშავებული, რომელიც, ადმინისტრაციის მხრიდაწერილობით მიმართვაზე რეაგირების არ ქონის შემთხვევაში, სასამართლო დავას ითვალისწინებს," - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.