ქუთაისში სააღდგომო ნობათი 2 628 ოჯახმა მიიღო

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომოდ ნობათები დაურიგა. სოციალურად დაუცველების გარდა, ნობათები მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ომის ვეტერანებმა, მადლიერების სახლისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებმაც მიიღეს. ჯამში სააღდგომო ნობათი 2 628 ოჯახს შეხვდა. ნობათების დარიგება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 200 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სააღდგომო ნობათების დარიგება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესი დღეს დასრულდა.