თბილისში გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ოჯახებს უსამძიმრებენ
თარიღი : 10-04-2015, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა" თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ოჯახებს უსამძიმრებს.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცავებმა ოთხი ნიგერიელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს," - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.