როგორ იბრძვის ქუთაისი ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისთვის?
თარიღი : 10-04-2015, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს,“ -ამ სახელწოდებით შესაბამისი ბროშურების დარიგება ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს.
ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება.
„დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის და კულტურული ცენტრის ფუნქციას ითავსებდა.
არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება.
თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტების სიმრავლე კი დამატებით ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!,“ - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის იმ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუ“-ს, „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო გუნდის მისამართით გავრცელდა.