Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოელი ჩინოვნიკების ქველმოქმედება

თარიღი : 10-04-2015, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 203-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სააღდგომო ნობათი მიიღო. ოჯახების შერჩევა მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მონაცემთა ბაზით განხორციელდა. დასახმარებელთა სიაში ძირითადად ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც სოციალური პროგრამებით არ სარგებლობენ, თუმცა ეკონომიურად ძალიან უჭირთ.
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, ოჯახებისათვის სააღდგომო ნობათის გადაცემა თვითმმართველობის თანამშრომლების ქველმოქმედებით მოხდა.

http://topnews.com.ge/photo/news/1428653170.jpg


„ნობათი ქალაქ წყალტუბოში 30-მა, ხოლო სოფლებში 200-მა ოჯახმა მიიღო. წყალტუბო ჯერჯერობით ერთადერთი მუნიციპალიტეტია იმერეთში, რომელმაც წინასააღდგომოდ საქველმოქმედო აქცია ასე მასშტაბურად ჩაატარა,“ - აცხადებენ გამგეობის პრესსამსახურში.


ნანახია: 2025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სააღდგომო ნობათების დარიგება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამინდი