იტვირთება

რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელიც ონის მოსახლეობას მიეწოდება?

რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელიც ონის მოსახლეობას მიეწოდება?

ონის მოსახლეობა განმარტებებს ითხოვს. ადგილობრივების თქმით, აინტერესებთ, 3 აგვისტოს, შოვში განვითარებული სტიქიური უბედურების შემდეგ, რამდენად უსაფრთხოა ის სასმელი წყალი, რომლითაც მოსახლეობა მარაგდება.

"ონის მოსახლეობას აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ჟიჟორეთის წყალი დასალევად. ხალხი პანიკაშია, გთხოვთ აუხსნათ კომპეტენტურმა პირმა,"-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ცისანა მეტრეველი. 

"მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჭანჭახი ადიდდა, რომელიც მდინარე რიონში ჩაედინება. ჩვენ კი წყალს „ჟიჟორეთის“ სათავედან ვიღებთ, სადაც რიონის ფილტრატია. წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას წყალმომარაგების კომპანია მისი დაფარვის არეალში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. 

განსაკუთრებით ყურადღებით ვართ სტიქიის შემდეგ და კვლევები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. 

შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგელობით ვარგისიანია. წყლის შემოწმება სისტემატიურ რეჟიმში გაგრძელდება და ნებისმიერი მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც კომპანია მიიღებს შესაბამისს ზომებს,"-ამბობს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი ელენე კავსაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები