სტიქია წყალტუბოს რაიონის სოფლებში
თარიღი : 9-04-2015, 22:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ძლიერი ქარის გამო 100-ზე მეტი სათბური დაზიანდა.
მოსახლეობის თქმით, სათბურებში დათესილი ბოსტნეული და მწვანილი მათი ერთადერთი შემოსავალია.
"2 სათბური მქონდა, რამდნეიმეწუთიანმა ძლიერმა ქარმა ორივე დამილეწა. ბანკში სესხი მაქვს აღებული, როგორ გადავიხადო არ ვიცი. ხელისუფლებას ვთხოვთ ან საბანკო სესხები გადაგვივადონ, ან კიდევ ერთჯერადად დაგვეხმარონ,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
წყალტუბოს გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია, რომ დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციით დაეხმარონ.