"იმერეთის სამხარეო პოლიციის ელიტა ათასობით ლარის პრემიას იღებს"

უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში 2005 წლიდან-დღემდე, მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებით დაინტერესდა. როგორც ტუკვაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, წლების განმავლობაში იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები კოლოსალური რაოდენობის პრემიებს იღებდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, პრემიებს ამ დრომდე მაღალი თანამდებობის ის პირებიც იღებენ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს ზონდერ ბრიგადებს ხელმძღვანელობდნენ, დღეს კი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებეზე იმყოფებიან.
" მე მაინტერესებს რა დამსახურების მიხედვით იღებენ ადამიანები პრემიებს, რომლებიც საკუთარი კაბინეტებიდან არ გამოდიან და ყველა საქმეს იმ რიგით პოლიციელებს აბრალებენ, რომლებსაც სასაცილო ხელფასები აქვთ. შავ საქმეს, საქმეს, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სარისკო იყოს აკეთებენ რიგითი პოლიციელები, რომლებსაც ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, ხოლო მათი უფროსები ამ რიგითი პოლიციელების მიერ გახსნილი საქმეებით პრემიებს იწერენ,"- აცხადებს ტუკვაძე.
ადვოკატის თქმით, ის უხლოეს დღეებში იმერეთის სამხარეო პოლიციას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართავს და იმედოვნებს, რომ შსს მას საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ფარგლებში, 10 დღის ვადაში მისცემს. ლედი ტუკვაძე ასევე სთხოვს გენერალურ ინსპექციას სამხარეო პოლიციაში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესდეს .
"2005 წლიდან დღემდე პოლიციაში გაიცა ასობით ათასი ლარის პრემია. მე დეტალურად გამოვითხოვ ინფორმაციას თუ ვისზე იცემოდა და იცემა დღემდე პრემიები, რა რაოდენების პრემია გაიცა და ასევე რა დამსახურებით. მე როგორც ვიცი, მათ ტაქტიკა შეცვალეს და საპრემიო ოქმებს შეცვლილი წესით ჩუმად იწერენ და პრემიებს ამ მეთოდებით იღებენ. მე ვფიქრობ, რომ გენერალური ინსპექცია აუცილებლად უნდა დაინტერესდეს აღნიშნულით,"- ამბობს ლედი ტუკვაძე.