ტყიბულის სოფელ ჯვარისაში არსებულ სახლებს მიწა ჩაყლაპვით ემუქრება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული, რის გამოც ათეულობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი მწყობრიდან არის გამოსული. ყველაზე მეტად მეწყერმა გიორგაძეების ოჯახი დააზარალა. 2006 წელს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად გიორგაძეების საცხოვრებელი სახლის ნაწილი მიწამ წაიღო. აღნიშნულის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი თავს ორ ოთახს აფარებს.
„ქარიან და წვიმიან ამინდში შესაძლებელია მიწამ სახლის დარჩენილი ნაწილიც ჩაყლაპოს. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ვცხოვრობთ. ჩემს თავს არ დავეძებ, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო. ხელისუფლებას ვთხოვ დაგვეხმაროს,“- ამბობს ლია გიორგაძე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ ჯვარისას პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. სოფელში მცხოვრებ გიორგაძეების ოჯახს დევნილთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ჰპირდება, რაც შეეხება სოფელში მცხოვრებ სხვ ოჯახებს, გამგეობაში მათთვის სანუგეშო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტყიბულის ბიუჯეტით მოსახლეობის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.