Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"9 აპრილი 26 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან"

თარიღი : 9-04-2015, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შოთა მურღულიამ, გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანდრიამ გადაიხადა. ასევე მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
,,დღეს მნიშვნოლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 26 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე სევდიანია და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას,“ -აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი გაზით მოიწამლა. თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.


ნანახია: 2335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა და

ამინდი