"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას" არჩევნებზე დაკვირვების უფლებას არ აძლევენ
თარიღი : 9-04-2015, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსით ორგანიზაციის დარეგისტრირებისაეკნ მოუწოდებს. "სტუდენტთა უფლებების ლიგა" დამკვირვებლის სტატუსს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესის მონიტორინგის მიზნით ითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულებაში ხარვეზი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, რათა თვითმმართველობების არჩევნები არ ყოფილიყო გამჭვირვალე და ობიექტური.
"აღნიშნული ხარვეზი დღემდე არ გამოსწორებულა და სტუდენტური თვითმმართველობები კვლავ აქტიურად იყენებენ მიღებულ დებულებას. აქვე აღსანიშნავია ის, რომ ცესკო, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში არჩევნებს ატარებს, არ ახდენს თვითმმართველობის მიერ მიღებული დებულების რედაქტირებას. მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. კანონდებლობაში კი ნათლად არის აღნიშნული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ წესდების დედანი და არა ნოტარიულად დამოწმებული ასლი," - აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა ალთუნაშვილი.
ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის გიგა გუბელაძის თქმით, სტუდენტთა უფლებების ლიგას სურვილი აქვს მიმდინარე წლის 20 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდეს.
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ შევიტანეთ განაცხადი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაზე. სამწუხაროდ, ისევ ვაწყდებით ხარვეზებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ სადამკვირვებლო დებულებაში. კერძოდ,ზემოთხსენებულ დებულებაში ცესკო ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ წესდებას, ხოლო წესდების ნოტარიულად დასამოწმებლად საჭიროა ორგანიზაციის თითოეული დამფუძნებლის ხელმოწერა. პრობლემაც სწორედ ამაშია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებელია ჰყავდეს 2-3 ან მეტი დამფუძნებელი, ხოლო ნოტარიულად დამოწმებისათვის ყველა მათგანმა ამა თუ იმ მიზეზის გამო შესაძლოა ვერ შეძლოს ხელის მოწერა. ამ შემთხვევაში კი ნოტარიულად წესდების დამოწმება ვერ მოხდება," - აცხადებს გია გუბელაძე.